ახალი ამბები

უშიშროების მინისტრი შეშფოთებულია ნარკობიზნესის ზრდით

(თბილისი, 9 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებები ნარკოტიკების ვაჭრობით საქართველოთი უფრო და უფრო დაინტერესებულნი ხდებიან.

9 თებერვალს მთავრობის სხდომაზე ხაბურძანიამ განაცხადა, რომ პანკისის ხეობა ნარკობიზნესის კერად გადაიქცა.

მიუხედავად ამისა, მინისტრი ირწმუნება, რომ პანკისში ნარკოტიკების მწარმოებელი ქარხანა არ არის.

ხაბურძანია მეორე კერად აფხაზეთს დამ ის სეპარატისტულ ხელისუფლებას ასახელებს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button