skip to content
ახალი ამბები

პანკისში ერთი ადამიანი შემთხვევითმა გასროლამ იმსხვერპლა

(თბილისი, 31 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 30 იანვარს პანკისის ხეობაში ერთ-ერთ საგუშაგოზე შემთხვევითმა გასროლამ საქართველოს შინაგანი ჯარების ჯარისკაცის გიორგი ცაგურიას სიცოცხლე შეიწირა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს ცენტრის განცხადებით, გიორგი ცაგურია მისი მეგობრის დავით თოდუას მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ამჟამად დავით თოდუა დაკავებულია. ამ გარემოებასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button