ახალი ამბები

პანკისში საქართველო-რუსეთის ერთობლივი ოპერაცია არ იგეგმება

(თბილისი, 31 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები უარჰყოფენ რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პანკისის ხეობაში რუსი და ქართველი სამართალდამცველების ერთბლივი ოპერაცია იგეგმება.

30 იანვარს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ მის რუს კოლეგასთან ვლადიმერ რუშაილოსთან შეხვედრის შემდეგ პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების ყოფნა ოფიციალურად დაადასტურა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button