skip to content
ახალი ამბები

ახმეტის მკვიდრნი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციას ითხოვენ

(თბილისი, 29 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – ახმეტის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ისინი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციას მოითხოვენ.

29-30 იანვარს რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ რუშაილო საქართველოს სტუმრობს. ის საქართველოს პრეზიდენტთან ჩეჩენი ლტოლვილების საკითხს განიხილავს.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ 28 იანვარს “რუსთავი-2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩეჩენ ლტოლვილებს თავშესაფარი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მისცა.

რუსეთი ჩეჩენი მებრძოლების მფარველობაში მუდმივად სდებს ბრალს საქართველოს

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button