ახალი ამბები

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე თბილისს ეწვია

(თბილისი, 28 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ რუშაილო თბილისს 29 იანვარს ეწვია. ის საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს უნდა შეხვდეს. 

შეხვედრაზე სავარაუდოდ განიხილავენ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოირებული რუსი სამშვიდობო ძალებისა და პანკისის ხეობაში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილებთან დაკავშირებულ საკითხებს. 

საქართველოს პრეზიდენტმა 28 იანვარს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხდა, რომ ვლადიმერ რუშაილოსთან შეხვედრისას ისინი მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის სპეციალური კომისიის საქართველოში ვიზიტის შესახებ. კომისია განიხილავს ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობებს. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button