ახალი ამბები

საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს

(თბილისი, 25 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტში საგანგებო სესიაზე დაგეგმილია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის გამოსვლა, რომელიც დეპუტატებს ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს გააცნობს.

ამავე დროს, საპროტესტო აქცია იმართება პარლამენტის შენობის წინ. ისინი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობო ძალების გაყვანას მოითხოვენ.
 
აქციები მიმდინარეობს სამეგრელოს რეგიონშიც. აქ მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი და რკინიგზა გადაკეტა. ისინი ითხოვენ, რომ მოწვეულ იქნას საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც გააუქმებს ჭუბურხინჯში 17 იანვარს ხელმოწერილ ოქმს. ოქმის თანახმად, კოდორის ხეობა უნდა დატოვონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებმა.

აქცია ასევე მიმდიანრეობს ენგურის ხიდთან. ის პარტიზანებისა და აფხაზეთიდან დევნილების ინიციატივით 19 იანვარს დაიწყო. როგორც პარტიზანული შენაერთის “ტყის ძმების” ლიდერმა დავით შენგელიამ 22 იანვარს “პრაიმ ნიუსს” აცნობა, ენგურის მდინარეზე გადასასვლელი ყველა ხიდი დანაღმული, თუმცა გუშინ ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის ეთერში გამოსვლისას აქციის შტაბის წევრმა გიორგი ფარულავა ეს ინფორმაცია უარჰყო.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button