ახალი ამბები
საქართველოს მოსახლეობის აღწერა დაიწყო
(თბილისი. 17 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – 17-29 იანვარს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მიმდინარეობს მოსახლეობის აღწერა. აღწერის საბოლოო შედეგები შემოდგომაზე გახდება ცნობილი. ბოლო აღწერა საქართველოში საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1989 წელს ჩატარდა. გაეროს რეკომენდაციის თანახმად, მორიგი აღწერა 1999 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ის ქვეყანაში სათანადო ფინანსების არარსებობის გამო გადაიდო. უკანასკნელი აღწერისას საქართველოში 5 მლნ 400 ათასი მოსახლე დაფიქსირდა. აღწერის სამმართველოს ინფორმაციით, ამჯერად საქართველოში სავარაუდოდ 4 მლნ 700 ათასამდე მაცხოვრებელი დარეგისტრირდება.
This post is also available in: English (ინგლისური)