ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს ელექტროენერგიის მოწოდება აღუდგინა

(თბილისი. 8 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს რუსეთმა საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება განაახლა, რომელიც 2 იანვარს კავკასიონის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების შედებად იყო შეჩერებულ.

რუსეთიდან ელექტროენერგია საქართველოს აზერბაიჯანის გავლით მიეწოდება, რადგან კვლავ არ არის აღდგენილი კავკასიონის ხაზი. სარემონტო სამუშაოების ჩატარებას მძიმე კლიმატურური პირობები უშლის ხელს.

2001 წლის 22 დეკემბერს მე-10 და მე-9 ენრგობლოკების დაზიანების შემდეგ რუსეთი საქართველოს დღეში 300 მეგავატ ელექტროენერგიას აწვდიდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button