ახალი ამბები

ანკარაში უსაფრთხოების დარგში დაგეგმილი სამხრივი მოლაპარაკებები გადაიდო

(თბილისი. 8 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – დიდთოვლობის გამო გადაიდო აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების შეხვედრა ანკარაში, სადაც უსაფრთხოების დარგში სამხრივი ხელშეკრულების საბოლოო ვერსია უნდა შეემუშავებინათ.

შეხვედრა 7-8 იანვარს უნდა გამართულიყო. მოლაპარაკებების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ხელშეკრულების მიხედვით უნდა მოხდეს სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ტერორიზმის, ნარკობიზნესისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.

4 იანვარს, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინსტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაციები იმის თაობაზე რომ თითქოს ხელშეკრულება თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოსა და აზრბაიჯანის სამხედრო ბაზების გამოყენებას ითვალისწინებას.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button