ახალი ამბები

პრეზედენტი ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატს არ შეცვლის

(თბილისი. 3 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – მოახლოებული ზამთრის პირობებში გაუმართლებელი იქნებოდა ენერგეტიკის მინისტრობის პოსტზე ახალი კანდიდატურის პარლამენტისთვის შეთავაზება, განაცხადა ყოველკვირეულ რადიო ინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

პარლამენტმა გასულ კვირას განიხილა ამ თანამდებობაზე დავით მირცხულავას კანდიდატურა, თუმცა კენჭისყრა ამ კვირისთვის გადადო. პარლამენტარები კონტროლის პალატის მიერ სამანისტროში აღმოჩენილმა დარღვევებმა შეაშფოთეს.

თბილისში ქუჩის აქციები, ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესების მოთხოვნით, სულ უფრო ხშირი ხდება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button