ახალი ამბები

12 აზერბაიჯანელს პანკისში სამხედრო წვრთნების გავლაში ედებათ ბრალი

(თბილისი, 24 ნოემბერი, “სივილ ჯორჯია”) – ბაქოს სასამართლოში აზერბაიჯანის 12 მოქალაქის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელთაც პანკისის ხეობაში სამხედრო მომზადების გავლასა და ჩეჩნეთში რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობაში ედებათ ბრალი, იტყობინება აზერბაიჯანული ტელეკომპანია “ეი-ენ-ესი”.

12 ახალგაზრდა აზერბაიჯანელს დაქირავებულ და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობის ბრალდება აქვთ წაყენებული.

ოფიციალური თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენთა საწრთვნელი ბაზების არსებობას გამუდმებით უარყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button