Placeholder canvas
ახალი ამბები

აფხაზები კოდორს ემუქრებიან

(თბილისი, 23 ნოემბერი, “სივილ ჯორჯია”) – აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე პრეზიდენტი ვალერი არშბა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო კოდორის ხეობიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს აფხაზეთი საპასუხო ზომებს მიმართავს, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი”.

კოდორიდან ჯარების გაყვანას საქართველოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც თხოვს. თუმცა როგორც თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხად საქართველო კოდორიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას არ აპირებს.

თავდაცვის სამინისტრომ კოდორში სამხედრო ნაწილების დამატებით კონტიგენტი ოქტომბერში შეიყვანა, როდესაც აფზაზეთში ჩეჩნურ-ქართულ დაჯგუფებებსა და აფხაზებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button