ახალი ამბები

მინისტრობის კანდიდატები პარლამენტში საპროგრამო სიტყვით გამოდიანი

(თბილისი. 21 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო უშიშროების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატები დღეს პარლამენტის წინაშე საპროგრამო მოხსენებით გამოდიან.

უშიშროების მინისტრობის კანდიდატის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, აუცილებელია სამინისტროს რეფორმირება და მისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამორთმევა. ამასთან მისი თქმით არ არის საჭირო უშიშროების სამსახური სამინისტრო იყოს და მისი დეპარტამენტად გადაკეთების მომხრეა.

თავდაცვის ექს-მინისტრმა და მინისტრობის კანდიდატმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია სამინისტროში მის დროს დაწყებული რეფორმების გაგრძელება.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს კობა ნარჩემაშვილის დეპუტატები შესვენების შემდეგ მოუსმენენ.

მოსალოდნელია, რომ სამივე კანდიდატს დეპუტატები დღესვე დაამტკიცებენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button