ახალი ამბები

პრეზიდენტმა კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

პრეზიდენტმა შევარდნაძემ პარლამენტს მინისტრობის კანდიდატთა სია წარუდგინა. როგორც მოსალოდნელი იყო კანდიდატთა უმრავლესობა ყოფილი მინისტრები არიან.

პრეზიდენტის შეთავაზებაში შემდეგ სიახლეებს ვხვდებით: შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი – კობა ნარჩემაშვილი, სახელმწიფო სამინისტრო – ლევან ძნელაძე,  გენერალური პროკურის კანიდატურა – ნუგზარ გაბრიჩიძე, საგადასახადო შემოსავლების მინისტრი – ზურაბ სოსელია (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო – გიორგი გაჩეჩილაძე

დანარჩენ სამინისტროების ხელმძღვანელებად ძველი მინისტრების კანდიდატურები დასახელდა, მათ შორის იუსტიციის მინისტრის პოსტზე პრეზიდეტნმა როლანდ გილიგაშვილი წარადგინა, თუმცა მანმადე მოსალოდნელი იყო, რომ მას გერალური პროკურორის თანამდებაბას შესთავაზებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button