
პარლამენტის პლენარული სესიების მიმოხილვა. 6-9 ნოემბერი. 2001
6 ნოემბერი, სამშაბათი 1. დადგენილების პროექტი “ჯემალ მებუკესათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის თაობაზე” დადგენილების პროექტი წარადგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარემ როსტომ დოლიძემ. აღსანიშნავია, რომ ჯემალ მებუკე იმ ოთხი დეპუტატთაგანია, რომელთა კანონიერების საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა. მომხრე – 158 2. დადგენილების პროექტი “#2 ვაკის საარჩევნო ოლქში არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სააკაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ” დადგენილების პროექტი წარადგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარემ როსტომ დოლიძემ. მომხრე – 165 3. დადგენილების პროექტი “#52 ბაღდათის საარჩევნო ოლქში არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის ვაჟა ლორთქიფანიძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ” დადგენილების პროექტი წარადგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარემ როსტომ დოლიძემ. მომხრე – 192 4. საქართველოს პარლამეტის თავჯდომარის არჩევა პარლამენტს უნდა აერჩია თავჯდომარე. ერთადერთი ოფიციალური კანდიდატი იყო ნინო ბურჯანაძე. სხდომაზე გაცხადდა მეორე კანდიდატის ვინაობა – ფრაქცია “თანადგომამ” დაასახელა ვაჟა ლორთქიფანიძის კანდიდატურა. ფრქციებმა “სოციალისტი”, “XXI საუკუნე”, “ერთიანი საქართველო”, “აღორძინება”, “თანადგომა”, “ალიანასი ერთიანი საქართველოსთვის” და “ახალი მემარჯვენეესი” წერილობითი ფორმით მიმართეს პარლამენტს თავჯდომარის არჩევნების პარასკევისთვის გადადებასთან დაკავშირებით. რეგლამენტის მიხედვით პარლამენტის ახალი თავჯდომარე 10 დღეში უნდა აირჩეს. ჟვანიას გუნდის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ კენჭისყრის ჩატარებას. მათი თქმით, უმეთაუროს დარჩენილი პარლამენტი ქმედითუუნაროა და ამ პროცესის ხელოვნური გაჭიანურება დაუშვებელია. ჰამლეტ ჭიპაშვილმა აღორძინების დეპუტაციიდან განაცხადა, რომ პარლამენტის თავჯდომარე ყველა ფრაქციისათვის მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს. ასეთი კანდიდატურა მხოლოდ კონსულტაციების გამართვის შემდეგ გამოიკვეთება. “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძე კენჭისყრის გამართვის შემთხვევაში 157 კაციანი ქვორუმის ჩაშლითაც დაიმუქრა. ვალერი გელბახიანი იმ მომენტისათვის უკვე დაწყებულ გარიგებებზე საუბრობდა. მისი თქმით, კომიტეტების თავჯდომარეების პოსტების გადანაწილება ხდება წინასწარ. მან ასევე დასვა პარლამენტის აპარატის შეცვლის საკითხიც, რადგანაც ის კვლავ ყოფილი მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ იმყოფება. დაძაბული სიტუაციის ფონზე პატარა ინციდენტი მოხდა. კერძოდ, ვახტანგ რჩეულიშვილი პრეზუდიუმში ავიდა და მისი ვიცე-სპიკერობის დემონსტრირება მოახდინა. პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ რჩეულიშვილს მიუთითა თავისი ადგილი სხდომათა დარბაზში. ვითარების განმუხტვა მოახერხა ჟვანიამ, როცა განაცხადა, რომ პარლამენტი თავჯდომარის დამტკიცებას კონსულტაციების შემდეგ ხუთშაბათისთვის მოახერხებს. ჯემალ გოგიტიძე კატეგორიულად მოითხოვდა საკითხის პარასკევისთვის გადატანას, რისი რეალური მოტივიც მოქალაქეთა კავშირის დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ გააჟღერა და “მიულოცა” პარლამენტს ასლან აბაშიძის აზრზე დამოკიდებულებაში აღმოჩენა. 9 ნოემბერი, Oპარასკევი 1. პარლამენტის თავჯდომარის არჩევა. პარლამეტის თავჯრომარის პოსტზე სამი კანდიდატურა იყრიდა კენჭს: ფრაქცია “ტრადიციონალისტების” წარდგენილი ნინო ბურჯანაძე, ფრაქცია “თანადგომის” დასახელებული ვაჟა ლორთქიფანიძე და ჯემალ გოგიტიძე ფრაქცია “აღორძინებიდან”. ნინო ბურჯანაძემ თავის საპროგრამო გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პარლამენტში დაძაბული მდგომარეობის განმუხტვაზე და მომავალი თავჯდომარისათვის ნეიტრალური პოზიცია საუკეთესო გამოსავლად მიიჩნია. ვაჟა ლორთქიფანიძემ აქცენტი გააკეთა “დევალვირებული” ეროვნული ფასეულობების აღდგენაზე, ხოლო ჯემალ გოგიტიძემ ტრადიციულად თავისუფალი ეკონომიკური ზონის თემა წამოსწია. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით თავჯდომარის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით ბიულეტინების საშუალებით. საარჩევნო პროცესის წარმართვას უზრუნველყოფს დეპუტატებისაგან შექმნილი დროებითი საარჩევნო კომისია. კომისიაში 11 წევრი იყო სულ, სადაც სამ-სამი წარმომადგენელი ჰყავდა თითოეულ კანდიდატს. კენჭისყრის დაწყების წინ სამარცხვინო ინციდენტი მოხდა. დეპუტატმა როსტომ ჯაფარიძემ აღმოაჩინა, რომ ბიულეტენები დანომრილი იყო. საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ამ ფაქტზე და გამოძიება გამოააშკარავებს დამნაშავეებს. დავით გამყრელიძემ მოუწოდა აპარატის უფროსს ხათუნა გოგორიშვილს გადადგომის შესახებ განცხადება გაეკეთებინა. ხათუნა გოგორიშვილი ტრიბუნიდან დეპუტატების წინაშე პირველად წარსდგა. მან განაცხადა, რომ სულ ხუთი ადამიანი მისი ჩათვლით შეიძლება იყოს გარეული ამ საქმეში. “მე თანახმა ვარ, რომ პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფის კონტროლს დავექვემდებარო. მანამ სანამ ამ საქმეში ჩემი ბრალი არ დადსტურდება არ გადავდგები. ეს პირადად ჩემს წინააღმდეგ იყო მიმართული”- განაცხადა გოგორიშვილმა. მიუხედავათ აზრთა სხვადასხვაობისა კენჭისყრა მაინც გაიმართა. პირველ ტურში ხმები ასე განაწილდა: ნინო ბურჯანაძე – 104 სულ 128 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. ერთი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა. მეორე ტურის შედეგებმა ნინო ბურჯანაძეს პარლამენტის თავჯდომარეობა მოუტანა. ნინო ბურჯანაძე – 129 ნინო ბურჯანაძემ პრეზიდიუმიდან მადლობა მოუხადა მხარდამჭერებს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა თავჯდომარის არჩევა დაახლოების 13 საათიანი უკიდურესად დაძაბული მუშაობის შემდეგ მოახერხა.
მოწინააღმდეგე – 3
მოწინააღმდეგე – 1
მოწინააღმდეგე – 0
ვაჟა ლორთქიფანიძე – 71
ჯემალ გოგიტიძე – 52
ვაჟა ლორთქიფანიძე – 98