ახალი ამბები

რეფორმატორთა მხარდამჭერი კოალიცია პარლამენტში

თბილისი. 7 ნოემბერი. სივილ ჯორჯია – ფრაქციები “მრეწველები” და “მაჟორიტარები – საქართველოს რეგიონები” ერთ კოალიციად გაერთიანდნენ, რომელშიც სულ 35 დეპუტატია.

ახალი კოალიცია პარლამენტის თავჯდომარეობის პოსტზე კანდიდატებთან ნინო ბურჯანაძესთან და ვაჟა ლორთქიფანიძესთან კონსულტაციებს დღესვე იწყებს, თუმცა ცნობილია რომ “მრეწველები” ბურჯანაძეს მისცემენ ხმას.

“რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ნინო ბურჯანაძეს დავუჭერთ მხარს”, განაცხადა “მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ.

პარლამენტის თავჯდომარეობის კანდიდატებს დეპუტატები 9 ნოემბერს უყრიან კენჭს. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button