skip to content
ახალი ამბები

ასლან აბაშიძე აფხაზეთის კონფლიქტში პრეზიდენტის წარმომადგენლად დაინიშნა

აჭარის უზენაესი საბჭოს თავჯდომარე ასლან აბაშიძე აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში პრეზიდენტ შევარდნაძის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ასლან აბაშიძეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხრივ შანსები გააჩნია. იგი მშვიდობიანი მოლაპარაკებების დარჩქარებას ხელს შეუწყობს”, აცხადებს პრეზიდენტი შევარდნაძე.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას აფხაზური მხარე უკვე გამოეხმაურა. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა შამბამ პრეზიდენტის ნაბიჯი დადებითად შეაფასა. 

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button