ახალი ამბები

საპროტესტო აქციამ პარლამენტის წინ გადაინაცვლა

ხალხმრავალმა საპროტესტო აქციამ, რომელიც დილის 11:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან დაიწყო პარლამენტის წინ გადაინაცვლა. 500 კაციან მიტინგს, რომელშიც საპარლამენტო/არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან, თანდათან ემატება მოქალაქეთა ახალი ჯგუფები, მათ შორის სხვადახა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

წინასწარი ინფორმაციით აქციას შეუერთდება მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით სასწრაფოდ შეწყვიტა ვიზიტი კიევში და საქართველოში გამოემგზავრა. აქციას ასევე უერთდებიან ფრაქცია მოქალაქეთა კავშირის “რეფორმატორთა” გუნდის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ აქცია ტარდება 30 ოქტომბერს ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ოფისში სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლების შეჭრასთან დაკავშირებით და მიმართულია სიტყვის თავისუფლების დაცვისაკენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button