skip to content
ახალი ამბები

უშიშროების სამინისტრო სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ – აცხადებს ჟვანია

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ უშიშროების სამინისტროს მიერ განხორციელებულ ქმედებას სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციად აფასებს.

“ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ეს განახორციელეს პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინეს”, განაცხადა ჟვანიამ.

პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ ის თავის მეგობრებთან ერთად გაემიჯნება მთავრობის იმ ნაწილს, რომელმაც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ აქცია დაგეგმა.

მან გაიხსენა ის მუქარებე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ გააკეთა.

დრეს, ზურაბ ჟვანიამ რუსთავი 2-ის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი მოიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button