ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი მისი წინამორბედის საქმიანობით უკმაყოფილოა

იუსტიციის მინსტრმა რონალდ გილიგაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პენიტენციალურ სისტემაში მას საშინელი ვითარება დახვდა. იგი ამ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მინისტრობის დროს მოსული მრავალი არაპროფესიონალის თანამდებობიდან მოხსნას აპირებს.

გილიგაშვილის განცხადებით, საჭიროა გამოიძებნოს თანხები რათა სააკაშვილის მიერ პომპეზურობით გახსნილი რუსთავის ციხის მშენებლობა დასრულდეს.

ყოფილმა გენპროკურორის მოადგილე გილიგაშვილმა პენიტენციალურ სისტემაში საკადრო ცვლილებები უკვე დაიწყო. 23 ოქტომბერს მან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკოლოგიური პოლიციის ყოფილი უფროსი დემურ მიქაძე დანიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button