ახალი ამბები

ანტიკორუფციული საბჭო ძალოვნების კომერციული საქმიანობის წინააღმდეგია

დღეს, ანტიკორუფციულ საბჭოში შინაგან საქმეთა, უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრები არიან დაბარებულნი. საბჭო ამ ძალოვანი სამინისტროების მიერ კომერციული საქმიანობის საკითხს განიხილავს.

ანტიკორუფციული საბჭო მიიჩნევს, რომ კომერციული საქმიანობა ძალოვანი სამინისტროებში კორუფციის წყაროა, ამიტომ მათ ამგვარი საქმიანობა უნდა აეკრძალოთ.

სამივე ძალოვანი სამინისტრო ანტიკორუფციული საბჭოს განზრახვის სასტიკი წინააღმდეგია, რადგან ისინი კომერციული საქმიანობიდან ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს ფარავენ და მიიჩნევენ, რომ ეს კანონის ფარგლებში ხდება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button