ახალი ამბები

15 ადამიანი დაიჭრა მარუხის დაბომბვის შედეგად

15 ადამიანია დაჭრილი გუშინ მარუხის უღელტეხილის დაბომბვის შედეგად, განაცხადა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა. “არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის ქართველი მესაზღვრეებიც იყვნენ”, აცხადებს ნადარეიშვილი.

ამ ინფორმაციას კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი და საქართველოს უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაზეც ადასტურებენ.

თამაზ ნადარეიშვილმა ასევე საბრძოლო შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაასახელა. მისი თქმით სულ 5 ქართველი პარტიზანია დაღუპული და რამოდენიმე ათეული აფხაზი მეომარი.

აფხაზური მხარე საპირისპირო ციფრებს ასახელებს და აცხადებს, რომ 60-მდე ქართველი და ჩეჩენი მეომარია მოკლული.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button