ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობის მომავალი გაურკვეველია

20 სექტემბერს, დახურულ კარს მიღმა გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომიდან ურთიეთ საწინააღმდეგო ინფორმაციები გავრცელად. ერთის მხრივ, სხდომის შემდეგ უმრავლესობის თავჯდომარემ ნიკო ლეკიშვილმა განაცხადა, რომ მას უმრავლესობის შენარჩუნების იმედი აქვს. დეპუტატმა გელა კვარაცხელიამ კი განაცხადა, რომ იგი უმრავლესობის ფარგლებში ახალი ფრაქციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ამ წინადადებას პარლამენტის თავჯდომარის ზურაბ ჟვანიას კრიტიკა მოჰყვა.

ბოლო დღეების განმავლობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესების შემდეგ პარლამენტში უმრავლესობის ერთიანობა საეჭვო ხდება. რეფორმატორთა გუნდასა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის არსებულ დაპირისპირებას თავად უმრავლესობის წევრებიც აღარ მალავენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button