skip to content
ახალი ამბები

შევარდნაძემ შესაძლოა “მოქალაქეთა კავშირის” თავჯდომარის პოსტი დატოვოს

პრეზიდენტი შევარდნაძე მზადაა “მოქალაქეთა კავშირის” თავჯდომარის პოსტი დატოვოს. ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ 15 სექტემბერს, სახელმწიფო კანცელარიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მმართველ პარტიასთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას კვლავ დაუჭირა მხარი. შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამგვარი ცვლილების შემთხვევაში, მას დრო აღარ ექნება წარუძღვეს პარტიულ საქმიანობას.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button