News

ფოტორეპორტაჟი ოპოზიციის საპროტესტო აქციიდან

რვა პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ თავის მხარდამჭერებს 16 მარტს საღამოს 6 საათზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, 13 მარტს პარლამენტის წინ 60-მდე ადამიანი შიმშილობდა. 14 მარტს უკვე ექვსი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ხუთმა პოლიტიკოსმა ოპოზიციური კოალიციიდან, მათ შორის ოთხმა დეპუტატმა – შიმშილობის აქცია დაიწყო. დანარჩენები მათ მოგვიანებით შეუერთდნენ. შვიდი დეპუტატი ახალი მემარჯვენეებიდან პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში უკვე ხუთი დღეა შიმშილობს (მათი თანაპარტიელი, დეპუტატი ირაკლი იაშვილი მათ 13 მარტს შეუერთდა).

Back to top button