ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა მისი საზოგადოებრივი მოძრაობის პირველი ოფისი გახსნა

დღეს სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად გახსნა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისი.

ორგანიზაცია სახელწოდებით “სალომე ზურაბიშვილის მოძრაობა” მემარჯვენე მიმართულების იქნება.


“ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისათვის, რომელიც ჩვენ შეხედულებებს იზიარებს“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.


მისი თქმით, მოძრაობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფო მშენებლობაში საზოგადოების როლის გააქტიურებას. აქვე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია არჩევნებისთვის მოემზადება.


სალომე ზურაბიშვილის უახლოეს გეგმებში საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა და ანალოგიური ოფისების გახსნა შედის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button