
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 5 ნოემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5.2% იყო, რაც ძირითადად სურსათზე ფასების ზრდამ განაპირობა.
ბანკის პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე შემცირდება. „სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების ზრდას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა აქვს და მისი ეფექტები ეტაპობრივად იწურება“, – აცხადებს ბანკი.
ბანკმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ „ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება“.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩატარდება.
This post is also available in: English
