We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ყაველაშვილი აცხადებს, რომ გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ვახშამზე  ტრამპთან ურთიერთობების განახლებაზე ისაუბრა

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში აშშ-ის ლიდერის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე მას „მცირე შეხვედრა“ ჰქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

„მასთან [ტრამპთან] თბილი მისალმება მქონდა“, – განუცხადა ყაველაშვილმა ნიუ-იორკში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს და დასძინა: „შემდეგ მას განვუცხადე, რომ დრო არის, რომ დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან, რაზეც მან გამიმეორე, რომ მიხედავს ამ საკითხს“.

„შემდეგ მე კიდევ გავუმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დრო არის, რომ ჩვენი ურთიერთობა [სუფთა ფურცლიდან] დაიწყოს და ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს“, – დასძინა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის მიერ ნახსენები შეხვედრის ფოტო ან ვიდეომასალა არ გამოქვეყნებულა.

This post is also available in: English

Back to top button