ახალი ამბები

სუსის თქმით, უკრაინელი დაკავებულები კიევის მითითებებით მოქმედებდნენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) ქვეყანაში ასაფეთქებელი ნივთიერებების სავარაუდო შემოტანის ბრალდებით 11 სექტემბერს დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის შესახებ. ახალი დეტალები გაავრცელა. სუს-ის ინფორმაციით, ისინი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მითითებებით მოქმედებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები აღნიშნავენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთი იყო, თუმცა სუსის თქმით, არსებული მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ საბოლოო ლოკაცია ცენტრალური თბილისი იყო.  

სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ 12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ, რომ „ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და, მისი თქმით, იქ უნდა მოწყობილიყო ე.წ. პაუტინა-2, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ამ ეტაპზე ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი“. „სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს და მასთან რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის“, – განაცხადა მაღრაძემ.

This post is also available in: English

Back to top button