ახალი ამბები

ხაზარაძე და ჯაფარიძე ყაველაშვილის შეწყალებას „მანიპულირებად“ აფასებენ

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებიდან რამდენიმე საათში ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციური ალიანსის „ლელო/ძლიერი საქართველოს“ ორმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, თავიანთი გათავისუფლება „მანიპულირებად“ შეაფასეს, რაც ოპოზიციის გახლეჩვას ისახავს მიზნად.

„დღეს რაც გააკეთა ე.წ. პრეზიდენტმა, არის სამართლებრივი ნონსენსი, მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით. ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ადამიანებით ვაჭრობა“, – განუცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს 5 სექტემბერს.

ბადრი ჯაფარიძემ, რომელმაც ასევე დატოვა ციხე, აღნიშნა, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ, რადგან „ამ გადაწყვეტილების გამო დაგვატუსაღეს“.

This post is also available in: English

Back to top button