skip to content
ახალი ამბები

სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სირიას სტუმრობს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი, სირიაში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა, განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 ივნისს. იგი სირიის ოფიციალურ პირებს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ალ-შაიბანის შეხვდა. ბარციცთან ერთად სირიაში იმყოფება მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ტუჯბა.

26 ივნისს ალ-შაიბანისთან შეხვედრისას მხარეებმა სირიასა და ოკუპირებულ რეგიონს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე იმსჯელეს. დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, ორივე მხარემ გამოთქვა ინტერესი ვაჭრობის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროში კავშირების გაფართოების მიმართულებით.

ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს სირიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. სირიასა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2018 წელს დამყარდა. თუმცა, 2024 წლის დეკემბერში ასადის მმართველობის დამხობის შემდეგ, გაჩნდა მოწოდებები ახალი, დროებითი მთავრობის მიმართ, რომ გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება.

ქართულ ოპოზიციასთან ერთად, აღიარების გაუქმებისკენ სირიას ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმაც მოუწოდა.  

This post is also available in: English

Back to top button