skip to content
ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი დირექტორი და პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა.

ამის შესახებ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

როგორც Civil.ge-ს შსს-ში განუცხადეს ვლადიმერ ბორცვაძე მინისტრის მეექვსე მოადგილის ვაკანტური ადგილი დაიკავა და მას არავინ ჩაუნაცვლებია.

ვლადიმერ ბორცვაძეს უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი გასული წლის აპრილიდან ეკავა.

მსგავსი/Related

Back to top button