skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: მშპ-ს ზრდამ 2017 წლის მეორე კვარტალში 4.7% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 18 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 2017 წლის მეორე კვარტალში 4.7% შეადგინა; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.8% იყო.

2017 წლის ივნისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.6% შეადგინა წინა წლის ივნისთან შედარებით; აპრილსა და მაისში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 2.1%-სა და 5.3%-ზე დაფიქსირდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 18 სექტემბერს განმარტა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კერძო სექტორის აქტივობის ზრდით, ასევე ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების ზრდითაა განპირობებული.

საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 2.7%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. საქართველოს ეკონომიკა 2015 წელს 2.9%-ით გაიზარდა, რაც ნაკლებია 2014 წელს არსებულ 4.6%-თან, 2013 წელს არსებულ 3.4%–თან და 2012 წელს არსებულ 6.4%–თან შედარებით.

2017 წელს მთავრობა 4%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

მსგავსი/Related

Back to top button