skip to content
ახალი ამბები

საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება გაიმართება

აშშ-ისა და საქართველოს ორგანიზებით, 3 სექტემბერს, ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“ დაიწყება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სწავლებაში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები, ასევე – საქართველოს, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის, სომხეთისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ.

სამხედრო სწავლება საველე და საშტაბო ფაზებს მოიცავს და მისი მთავარი მიზანია, ნატოს რეაგირების ძალების შემადგენლობაში, აშშ-სა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების გაუმჯობესება. 

წვრთნები ჯავშანსატანკო ცენტრშიც ჩატარდება და 11 სექტემბერს დასრულდება. 

„Agile Spirit“ საქართველოში 2011 წლიდან, ყოვეწლიურად ტარდება. თავდაპირველად, წვრთნებში მხოლოდ ორი ქვეყანა – საქართველო და აშშ – მონაწილეობდა. 2015 წლიდან კი სამხედრო სწავლებაში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ. 

„Agile Spirit“ ტარდება სამი კვირის წინ დასრულებული მასშტაბული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის შემდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მონაწილეობით გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button