skip to content
ახალი ამბები

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 17 ივლისს პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში პეტრო პოროშენკო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება. 

უკრაინის პრეზიდენტი ასევე მიიღებს მონაწილეობას საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმში.

19 ივლისს პეტრო პოროშენკო აჭარაში გაემგზავრება, სადაც მთავრობის მეთაურთან, ზურაბ პატარაძესთან გამართავს მოლაპარაკებებს.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფელ ხურვალეთსაც ესტუმრება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button