skip to content
ახალი ამბები

უკრაინა გმობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნებს

უკრაინა კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციასა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის ახალ შეთანხმებას თავდაცვის სფეროში, ასევე „საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს“ და „ე.წ. რეფერენდუმს ცხინვალის რეგიონის სახელის გადარქმევაზე“, განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში იგორ პროკოპჩუკმა 23 მარტს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრაზე.

„უკრაინა ასეთ ქმედებებს მიიჩნევს რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის კიდევ ერთ დემონსტრირებად და საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობად“, – განაცხადა პროკოპჩუკმა.

„უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა პროკოპჩუკმა.

12 მარტს სეპარატისტულ აფხაზეთში 35-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად არჩევნები გაიმართა. 

სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პოლონეთმანატომკანადამესტონეთმალიტვამფინეთმა, ავსტრალიამ და აზერბაიჯანმა დაგმეს და მას არალეგიტიმური უწოდეს. 



სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლები 9 აპრილს რეგიონის ახალ ლიდერს აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ცხინვალში ასევე დაგეგმილია ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით, რომ მას ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“. 



სამხრეთ ოსეთის არჩევნები უკვე დაგმეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და პოლონეთმა.

მსგავსი/Related

Back to top button