skip to content
ახალი ამბები

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს მართავს

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი 20 დეკემბერს თბილისს  სამუშაო ვიზიტით ეწვია და პირველი შეხვედრა თავის ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან გამართა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბელარუსი დიპლომატის შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. 

„მხარეები განიხილავენ ბელარუს-ქართული ურთიერთობების მთელ სპექტრს, მათ შორის პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, ბელარუსის ექსპორტის გაზრდას, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთქმედებასა და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობას“, – იტყობინება ბელარუსის საგარეო უწყება.

ვიზიტის ცენტრალური მოვლენაა ასევე საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნა. ეს საკითხი ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 2015 წლის აპრილში თბილისში ვიზიტის დროს განიხილა.  საქართველომ მინსკში საელჩო 2007 წელს გახსნა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტის ფარგლებში პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და ასევე მოინახულებს სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.

 

მსგავსი/Related

Back to top button