skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი სტამბოლში თურქეთის ხელმძღვანელობას შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 20 დეკემბერს პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსა და თურქ კოლეგას ბინალი ილდირიმს შეხვდება, იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.

ვიზიტამდე ერთი დღით ადრე პრემიერმა კვირიკაშვილმა დაგმო ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობა. ელჩს 19 დეკემბერს საჯაროდ მაშინ ესროლეს, როცა ის გამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა. 

„21-ე საუკუნისთვის უპრეცედენტო ძალადობის და დაპირისპირებების მომსწრენი ვართ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა ამ ფაქტზე ორშაბათს გვიან გავრცელებულ სამძიმრის განცხადებაში, „ჩვენ ვდგავართ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით და არასოდეს შევეგუებით ამ უკიდურეს სისასტიკეს. ჩვენი მიზანია მშვიდობა რეგიონში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ სტაბილურობასა და განვითარებას“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტამბოლში "ევრაზიის გვირაბის" გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და ასევე გაემგზავრება ბეშიქთაშის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პატივს მიაგებს 10 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის მსხვერპლთა ხსოვნას.

თურქეთში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

მსგავსი/Related

Back to top button