skip to content
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, მესამე კვარტალში მშპ 2.3%-ით გაიზარდა

"საქსტატის" მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2016 წლის მესამე კვარტალში მთლიანის შიდა პროდუქტი 2.3%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

წინასაარჩევნო პერიოდში ეკონომიკის ზრდის ეს ტემპი, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში 2.7%-იან და მეორე კვარტალში 3%-იან ზრდას მოყვა.

2016 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა.

2016 წლის ბიუჯეტში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, რომლის დამტკიცებასაც პარლამენტი მიმდინარე კვირას რიგგარეშე სესიის ფარგლებში გეგმავს, მშპ-ს ზრდის 3%-იანი პროგნოზი 2.7%-მდეა შემცირებული, რაც 2015 წლის დაზუსტებულ მონაცემზე ნაკლებია – შარშან  საქართველოს ეკონომიკა 2.9%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.

2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად, მთავრობა მომავლ წელს 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button