skip to content
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში მშპ–ის ზრდამ 1.3% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 30 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.3% შეადგინა, სექტემბერში არსებული 1.5%-იანი ზრდის შემდეგ.

წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველი ათი თვის მონაცემებით მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა.

2016 წლის ბიუჯეტით მშპ-ის 3%-იანი ზრდა არის დაგეგმილი, თუმცა როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დამტკიცების ფარგლებში საპარლამენტო განხილვების დროს გასულ კვირას განაცხადა, წელს ეკონომიკის 2.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი – სწორედ ამ ნიშნულზე ჩამოწია საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც მისი პროგნოზი.

კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა მომავლ წელს 3.4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. თუმცა 2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ეს მაჩვენებელი 4%-ზე იყო დაგეგმილი.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.9%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.

მსგავსი/Related

Back to top button