skip to content
ახალი ამბები

სირიაში ორი პანკისელი ახალგაზრდა მოკლეს

პანკისის ხეობის მკვიდრი ორი ახალგაზრდა სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარეზე ბრძოლის დროს მოკლეს, იტყობინებიან კახეთის საინფორმაციო ცენტრი და სხვა ქართული მედია წყაროები 18 იანვარს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა Civil.ge–ს, რომ სირიაში პანკისის ხეობის ორი მკვიდრი დაიღუპა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ქართული მედია წყაროების მიერ ორი მამაკაცი იდენტიფიცირებულია, როგორც 24 წლის რამზან ფარეულიძე სოფელ ბირკიანიდან და სოფელ ომალოს მკვიდრი, 22 წლის მუხმად თურქოშვილი.

პანკისის ხეობის სულ ცოტა 12 მკვიდრი დაიღუპა სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში ბრძოლის დროს.

საქართველოს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ნოემბერში განაცხადა, რომ სირიაში ექსტრემისტული ჯგუფების მხარეს „50–მდე საქართველოს მოქალაქე“ იბრძოდა.

მსგავსი/Related

Back to top button