
ცხინვალში დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის სახლის კარი ააფეთქეს
13 სექტემბერს ღამით სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაგიმ გასეევის სახლის რკინის კარი ააფეთქეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა, იტყობინება სააგენტო „რესი“.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქების სიმძლავრე რამდენიმე ასეული გრამი ტროტილის ექვივალენტური იყო და სავარაუდოდ, დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით განხორციელდა.
საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რეგიონის გენპროკურორი, მერაბ ჩიგოევი აფეთქებას, რომლის დროსაც გასეევი ოჯახთან ერთად სახლში იმყოფებოდა, მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირებს.
„გამოძიება, რა თქმა უნდა, განიხილავს ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის ვერსიას უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ“, – იუწყება „რესი“ ჩიგოევის სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: English Русский