
ახალი ამბები
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა დავით სანაკოევი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა არჩევნებში მისი ყოფილი კონკურენტი, დავით სანაკოევი რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ 30 მაისს.
სანაკოევი, რომელიც 2004 წლიდან ადამიანის უფლებათა საკითხებში რეგიონის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობდა, მარტში განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თიბილოვთან ერთად გავიდა, სადაც ხმათა 42.65%–ით დამარცხდა.
ახალ თანამდებობაზე დავით სანაკოევმა მურატ ჯიოევი შეცვალა. ეს უკანასკნელი პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში რეგიონის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.
ცოტა ხნის წინ ლეონიდ თიბილოვმა ვიცე–პრემიერის თანამდებობაზე დანიშნა ასევე ოპოზიციის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა.