ახალი ამბები

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ქუთაისში გაიმართება

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად  სამხედრო აღლუმი თბილისის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სამშაბათს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იქნება საპარლამენტო სხდომის გამართვა პარლამენტის ნაწილობრივ აშენებულ ახალ შენობაში. სხდომათა დარბაზი და შენობის ფასადი, სავარაუდოდ, 26 მაისამდე დასრულდება, ხოლო დარჩენილი ნაწილის და შენობის გარშემო მდებარე პარკის მშენებლობა ოქტომბრისთვის დასრულდება.

სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რუსთაველის გამზირი დამოუკიდებლობის დღეს სამრეწველო აღლუმით აღნიშნავს, რომლის დროსაც ქართული წარმოების პროდუქცია გამოიფინება, მათ შორის ქართული წარმოების ჯავშანმანქანები.

Back to top button