ახალი ამბები

სააკაშვილმა საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს 14 მაისს სატელეფონო საუბარში „ისტორიულ“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.

„ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფრანგულ–ქართულ ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე დაადასტურეს, რომ ამ ურთიერთობების პროგრესი სწრაფი ტემპით გაგრძელდება და უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილი გამოთქვეს,“– იტყობინება სააკაშვილის ადმინისტრაცია.

ამავე ცნობით, ფრანსუა ოლანდმა, რომელმაც 6 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკოლა სარკოზი დაამარცხა, საქართველოს „ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოთქვა“.

Back to top button