skip to content
ახალი ამბები

ვაშაძე თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 19 იანვარს აშხაბადში თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

თურქმენეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების „პროგერსული ხასიათი“ აღნიშნა, რომელმაც „ბოლო წლებში ახალი დინამიკა შეიძინა“ და განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ „ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის დრო დადგა“, იტყობინება თურქმენეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (TDH).

ამავე ინფორმაციის თანახმად, „საქმიანი და კონსტრუქციული“ შეხვედრის დროს განხილულ პრიორიტეტულ სფეროებს შორის ენერგო სექტორში და ეკონომიკაში თანამშრომლობა იყო.

მსგავსი/Related

Back to top button