
ახალი ამბები
რომის პაპი მიესალმა საკანონდებლო ცვლილებას რელიგიური ჯგუფების სამართლებრივ სტატუსზე
9 იანვარს ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატებისთვის გამართულ წლიურ მიღებაზე გამოსვლაში რომის პაპი, ბენედიქტ XVI მოკლედ შეეხო საქართველოს მიერ შარშან მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას რელიგიურ უმცირესობებზე და ეს ფაქტი „რელიგიური თავისუფლების სფეროში რამდენიმე იმედისმომცემ ნიშანს“ შორის დაასახელა.
საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ივლისში საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლითაც რელიგიური უმცირესობების ჯგუფებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლება მიენიჭათ. ცვლილებების მიღებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლობით ორდღიანი საპროტესტო დემონსტრაციები მოყვა.