ახალი ამბები

წყალდიდობა კახეთში

კვირას კახეთის რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ათზე მეტი სოფელი დატბორა.

ლაგოდეხის, საგარეჯოს და გურჯაანის რამდენიმე სოფელში მდებარე სახლების პირველი სართულები დაიტბორა. სტიქიამ გაანადგურა ადგილობრივი გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, ხოლო შინაური ცხოველები და ფრინველები წყალმა წაიღო.

თავად ქალაქ ლაგოდეხში ორი კორპუსის მაცხოვრებლებს ბინების დატოვება მოუხდა, რადგან არსებობდა იმის რისკი, რომ დატბორილი საძირკველის შედეგად სახლები დანგრეულიყო.

ლაგოდეხიდან 15 კილომეტრში მდებარე სოფელ კაბალში რამდენიმე ასეული სახლი დაიტბორა, რის შედეგადაც სულ ცოტა 80 ოჯახს თავიანთი სახლების დატოვება მოუხდა, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „კახეთის ცენტრი“.

ამავე სააგენტოს ცნობით, ადგილობრივი წყლის სადისტრიბუციო კომპანიის მუშის ევაკუაციისთვის, რომელიც წყლის სადისტრიბუციო ცენტრში იყო ჩარჩენილი,  ვეტმფრენი გაიგზავნა.

Back to top button