ახალი ამბები

ამერიკელი კონგრესმენები თბილისს ეწვევიან

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ოთხკაციანი დელეგაცია თბილისს დღეს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან.

აშშ–ის საელჩოს ცნობით, დელეგაციის დღის წესრიგშია ასევე შეხვედრები მთავრობის, პარლამენტის, მათ შორის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

აშშ–ის კონგრესის დელეგაციას უხელმძღვანელებს რესპუბლიკელი დევიდ დრაიერი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის “პარტნიორობა დემოკრატიისათვის” იმ ორპარტიულ კომისიას თავმჯდომარეობს, რომელიც მსოფლიოს სხვა 13 ქვეყნის მსგავსად თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარებას.

დელეგაციის დანარჩენი სამი წევრი – დევიდ პრაისი, სუზან დევისი, ბრედ მილერი – აშშ–ის დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენენ. 

Back to top button