
ახალი ამბები
ბაქრაძე ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ორდღიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატო–საქართველოს საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივანს, ანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდება, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.